მექსიკაში 12 წლის მოსწავლემ სკოლის მასწავლებელი მოკლა და თავი მოიკლა

მექსიკაში, კოაუილას შტატის ქალაქ ტორეონის სერვანტესის სახელობის სკოლაში ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შედეგად გარდაიცვალა მასწავლებელი, თავად კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რეგიონალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, მომხდარის გამო დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. დაზუსტებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელმაც ცეცხლი გახსნა, 12 წლის იყო.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა