ანა ნაცვლიშვილი - მოქალაქეთა დიდი თუ მცირე მასშტაბის პროტესტზე პასუხი არის ერთადერთი - ხელების გადაგრეხა და დაკავება

მოქალაქეთა დიდი თუ მცირე მასშტაბის პროტესტზე პასუხი არის ერთადერთი - ხელების გადაგრეხა და დაკავება, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ვარკეთილში, 10-სართულიანი კორპუსის აშენების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეთა დაკავების ფაქტს.

,,სახელმწიფო გამოსულია წყობიდან. მოქალაქეთა დიდი თუ მცირე მასშტაბის პროტესტზე პასუხი არის ერთადერთი - ხელების გადაგრეხა და დაკავება საბჭოთა კანონის საფუძველზე.

ვარკეთილში "ანას ბაღში" კორპუსის ჩადგმას და საჯარო სივრცის მიტაცებას აპროტესტებდა ადგილობრივი მოსახლეობა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად გავიდნენ ჩვენი ლიდერები : ირაკლი კუპრაძე და თორნიკე ართქმელაძე, თორნიკე დააკავეს.

ისეთი ნათელი გონების, მოქალაქეობრივი შეგნებისა და მაღალი დონის პროფესიონალები, როგორიც თორნიკეა, სახელმწიფომ უნდა მარგალიტებივით აკრიფოს და მათით ააშენოს ამ ქვეყნის მომავალი, ამათ კი - დააკავეს.

ოცნება, რომელსაც მხოლოდ ძალადობაღა შეუძლია!’’ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა