BBC - „ისლამური სახელმწიფო“ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას მიესალმება

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას მიესალმება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სოლეიმანის მკვლელობა „ისლამური სახელმწიფოს“ გადარჩენილ მებრძოლებს რეგიონში გაძლიერების საშუალებას მისცემს და ისინი სირიასა და ერაყში არსებული არეულობით სარგებლობას შეეცდებიან.

ამასთანავე ცნობილია, რომ ყასემ სოლეიმანი „ისლამური სახელმწიფოს“ დაუძინებელი მტერი იყო და რეგიონიდან მათ საბოლოოდ განსადევნად იბრძოდა.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქში, აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ერაყელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს