პროკურორის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებული სასულიერო პირის საქმის პროკურორის, ირაკლი ყვავაძის განცხადებით, საქმეში სასულიერო პირის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს.

აღნიშნულის შესახებ ყავავაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქმეში არაერთი მტკიცებულება არის, რომელიც დასაბუთებული ვარაუდით ადასტურებს ნამდვილად ბრალდებულის მიმართ ჩადენილ ბრალად შერაცხულ ქმედებას. მან ჩაიდინა მუქარის ორი ეპიზოდი, ერთი ეპიზოდი 2019 წლის 15 ნოემბერს ეხება, ხოლო მეორე, 2020 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდია“, - განაცხადა ყავავაძემ.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განმარტების მიხედვით, 2019 წლის 15 ნოემბერს, ლაშა ჩიქოვანი ნინო ჩიქოვანს სატელეფონო საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, განუცხადა, რომ მას და მის შვილს ერთმანეთს დააკლავდა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, 2020 წლის 3 იანვარს, სატელეფონო მიმოწერისას, ლაშა ჩიქოვანი ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ კი, ყოფილ მეუღლეს მისწერა, რომ მას ბეისბოლის ჯოხით გაუტეხავდა თავს.

ცნობისთვის, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო პროცესი 4 მარტს, 16:00 საათზე დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს