ბრაიან ჰუკი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - ვიმედოვნებთ, რომ ირანული რეჟიმი გამოძიების პროცესისთვის ხელის შესაშლელად არაფერს მოიმოქმედებს

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება სრულად ამოხსნის თუ როგორ მოხდა კატასტროფა - ამის შესახებ ირანის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა სატელეფონო ბრიფინგის მიმდინარეობისას „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 8 იანვარს თეირანის სიახლოვეს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის საკითხს ეხებოდა.

ბრაიან ჰუკმა იმედი გამოთქვა, რომ ირანული რეჟიმი გამოძიების პროცესს ხელს არ შეუშლის.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ირანულმა რაკეტამ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი 176 მგზავრისა და ეკიპაჟის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს დაიღუპნენ. ეს ტრაგედიაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება სრულად ამოხსნის თუ როგორ მოხდა კატასტროფა. ამერიკის შეერთებული შტატები თავის წვლილს შეიტანს გამოძიების ჩატარების პროცესში. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით საავიაციო პარტნიორებთან. კონტაქტში ვიმყოფებით ასევე ყველა იმ საგამოძიებო დეპარტამენტთან, რომელიც საგამოძიებო საქმიანობაშია ჩართული. ვხედავთ, რომ "ლუფთჰანზამ" ყველა ფრენა გააუქმა ირანში. იმედი გვაქვს, რომ ირანული რეჟიმი არაფერს მოიმოქმედებს გამოძიების პროცესისთვის ხელის შესაშლელად. გამოძიება უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი, რათა გასცეს არსებულ კითხვებს პასუხები“, - განაცხადა ბრაიან ჰუკმა.

ცნობისთვის, 8 იანვარს, უკრაინული თვითმფრინავი თეირანის მახლობლად, აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს