მიხეილ სააკაშვილი - ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს, ასეთი რამ არ მომხდარა არც ჩემ დროს - შევარდნაძის დროსაც კი

ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს. ასეთი რამ არ მომხდარა რა თქმა უნდა, არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი,-ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

სააკაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც "არის სომხეთზე უფრო ღარიბი და სადაც ზამთრის კურორტებზე არ არის წყალი!"

"ინტერპრესნიუსი" მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ნიკოლა პაშინიანმა სომხეთის პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, რომ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სომხეთი პირველად უსწრებს საქართველოს.ასეთ რამე არ მომხდარა რა თქმა უნდა არც ჩემ დროს, არც შევარდნაძის დროსაც კი. არ მომხდარა ტიგრან მეორე დიდის, სომხეთის დიდი მმართველის შემდეგ, არ არსებობს არცერთი მიზეზი გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, რესურსების თვალსაზრისით, თუ რატომ უნდა იყოს სომხეთის მაცხოვრებლების შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ქართველებს, მაგრამ ეს ტრიუკი საქართველოს ჩაუტარა ახლა ივანიშვილმა.

მოდით ვისაუბროთ ციფრებზე შევარდნაძის პრეზიდენტობის დასასრულს, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა ათას დოლარს, ჩემი მთავრობის ბოლოს 2012-წლისთვის ის შეადგენდა ოთხი ათას დოლარს. ერთ სიტყვით, თითოეული ქართველი გახდა ოთხჯერ უფრო მდიდარი ვიდრე იყო მანამდე. ეს არის ის ციფრები რომელიც მეტყველებს რომ არ მომხდარიყო 2012-წლის კატასტროფა, რომ არ წასულიყო ჩემი მთავრობა საქართველო დღეს იქნებოდა იმავე დონეზე სადაც არის საბერძნეთი და ხორვატია და ჩვენ ქალებს არ მოუხდებოდათ ოჯახებიდან წასვლა, იქ მოხუცების მოვლა და სახლებში დასუფთავება და ჩვენ მუშებს არ მოუხდებოდათ კისრის მოტეხვა და წელში გაზნექვა მშენებლობებზე.

დღეს როცა ჰკითხავენ ვინმე უცხოელს საქართველოზე, რა საქართველო! ეს არის ქვეყანა რომელიც არის სომხეთზე უფრო ღარიბი და სადაც ზამთრის კურორტებზე არ არის წყალი! მოახერხა ივანიშვილმა და მისმა ხროვამ რომ საქართველო ყველა კრიტერიუმით გახდა უფრო ბანძი, ვიდრე ჩვენი მეზობელი. ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დასრულდეს! ვისაც უნდა ტალახში და სიღარიბეში ცხოვრება გადაყვეს თან საფლავში ივანიშვილს, მაგრამ საქართველოს სჭირდება წინსვლა და განვითარება და აუცილებლად მოხდება",-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა