მუჰამედ ჯავად ზარიფი - ბოდიშს ვუხდით ჩვენს ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახებს და ყველა დაზარალებულ ერს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის თქმით, უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ადამიანური გადაცდომა და აშშ-ის ავანტიურაა.

„სევდიანი დღეა. შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიების წინასწარი დასკვნები: აშშ-ის ავანტიურისგან გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანთა გადაცდომამ კატასტროფა გამოიწვია, ”- წერს ზარიფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

„გვინდა ღრმა სინანული, ბოდიში და თანაგრძნობა გამოვხატოთ ჩვენი ხალხის, გარდაცვლილთა ოჯახებისა და ყველა დაზარალებული ერის მიმართ,“- აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტში.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზი „ადამიანური გადაცდომაა“ და რომ ის „უნებლიედ“ მაშინ ჩამოაგდეს, როცა „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ ირანი აქამდე კატეგორიულად უარყოფდა ვარაუდებს იმის შესახებ, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ დედაქალაქთან ახლოს ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა