ვაშინგტონი უარს აცხადებს ერაყიდან ჯარების გაყვანის საკითხი განიხილოს

ვაშინგტონი უარს აცხადებს ერაყიდან ჯარების გაყვანის საკითხი განიხილოს. როგორც ცნობილია, ერაყის პრემიერმა, ადელ აბდულ მაჰდიმ ამერიკას ჯარების გაყვანის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამერიკის დელეგაცია საკითხს არ განიხილავს.

„აშშ-სა და ერაყის მთავრობებს შორის საუბრის საჭიროება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არ დგას, თუმცა შესაძლოა, განხილულ იქნას ფინანსური, ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცოტა ხნით ადრე, თემაზე კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც გააკეთა. მისი თქმით, ამერიკელებმა ერაყში ბაზების ასაშენებლად და მოსაწყობად „მილიარდობით დოლარი“ გადაიხადეს და თუ ბაღდადს სურს ამერიკამ ქვეყანა დატოვოს, „უკან უნდა გადაუხადოს“.

ერაყის ხელისუფლებამ მოთხოვნა ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ, პენტაგონის მიერ ბაღდადის აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ გამოთქვა. შეგახსენებთ, 3 იანვარს, აეროპორტზე თავდასხმის შედეგად ერაყელი და ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)