„ვაშინგტონ პოსტი“ - აშშ-მა გასულ კვირას კიდევ ერთი საიდუმლო ოპერაცია განახორციელა, თუმცა წარუმატებლად

აშშ-მა გასულ კვირას, ბაღდადის აეროპორტზე თავდასხმის პარალელურად კიდევ ერთი საიდუმლო ოპერაცია განახორციელა ირანელი მაღალჩნოსნების წინააღმდეგ, თუმცა ის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამჯერად ვაშინგტონი გეგმავდა ოპერაცია იემენში, "ყუდსის" ძალების კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, აბდულ რეზა შაჰლაის წინააღმდეგ განეხორციელებინა. როგორც ცნობილია, შაჰლაი „ყუდსის" ძალების ერთ-ერთი დამფინანსებელი და მეთაურია.

დეკემბერში, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანის საკითხებში განაცხადა, რომ თეთრი სახლი 15 მილიონ დოლარს გადაიხდიდა შაჰლაის ფინანსური აქტივობების, კავშირებისა და თანამებრძოლების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის.

შეგახსენებთ, 3 იანვარს პენტაგონმა ერაყის დედაქალაქის აეროპორტში თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც ერაყისა და ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის „ყუდსის ძალების“ გენერალი ყასემ სოლაიმანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა