ჩრდილოეთ კორეა - მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინს ტრამპი პერსონალურად მოსწონს, არ აპირებს ქვეყანა საკუთარი გრძნობების საფუძველზე მართოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო, თუმცა არ აპირებს ვაშინგტონთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინს დონალდ ტრამპი პერსონალურად მოსწონს, ის არ აპირებს ქვეყანა საკუთარი გრძნობების საფუძველზე მართოს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, კიმ კიი გვანმა.

მისივე თქმით, „მიუხედავად ლიდერების კარგი ურთიერთობებისა, ამერიკა შეცდება თუ მოლაპარაკებების მოლოდინი ექნება“.

შეგახსენებთ, გუშინ სამხრეთ კორეის მრჩეველის, ჩუნ ეი-იონგის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა სთხოვა, კიმ ჩენ ინთან დაბადების დღის მილოცვა გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი 1984 წლის 8 იანვარს დაიბადა, თუმცა ჩრდილოეთ კორეის მთავრობა აღნიშნულ მონაცემებს მკაცრად ასაიდუმლოებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა