ჯასტინ ტრუდო - კანადის მთავრობა ირანის ხელისუფლებისგან სრულ თანამშრომლობას ელოდება

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ირანის მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების აღიარების შემდეგ, კანადა თეირანისგან „სრულ თანამშრომლობას“ ითხოვს.

„ამ ღამით ირანმა აღიარა, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების რეისი 752 შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს. ეს ეროვნული ტრაგედიაა და ყველა კანადელი გლოვობს. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ვუზრუნველყოთ სრული თანამშრომლობა. კანადის მთავრობა ირანის ხელისუფლებისგან სრულ თანამშრომლობას ელოდება“,-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 54 კანადის მოქალაქე იყოს. მოგვიანებით, ირანმა აღიარა, რომ თვითვმფრინავის ჩამოგდება „შეცდომით“ მოხდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს