დავით ჭიჭინაძე - მამუკა ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან „ბორჯომიც“ კი რუსებს მიჰყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიჰყიდიდნენ?!

მამუკა ხაზარაძეს ამერიკული მხოლოდ დოლარები უყვარს, თორემ მან „ბორჯომიც“ კი რუსებს მიჰყიდა და საიდან გვაქვს იმის გარანტია, რომ ანაკლიის პორტსაც რუსებს არ მიყიდიდნენ?! - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ანაკლიის პორტს რაც ეხება, ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცების“ დროს, 35 ნავსადგურზე გათვლილი პროექტი „ლაზიკა“, საიდანაც 100 მილიონი ტონა ტვირთი უნდა გადაეტვირთათ. ანუ, როგორ შეიძლება დღეს, როდესაც პროექტის ინვესტიცია ერთ მესამედამდეა შემცირებული, მაინც 100 მილიონ ტონა ტვირთზე ვსაუბრობდეთ?! თანაც, ნაყარ ტვირთებზე არასოდეს ყოფილა საუბარი, მხოლოდ საკონტეინერო ტვირთებზე. ამიტომ მაინტერესებს: რატომ გაჩნდა ნაყარი ტვირთები? რატომ დაიწყო „მაერსკისთვის“ და მასთან მოთანამშრომლე კომპანიებისთვის ხელის შეშლა და მონოპოლიის მოთხოვნა რატომ გაჩნდა შავ ზღვაზე და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგივე კონკრეტულად ხაზარაძის ჯგუფის მიერ! რადგან მათ სისხლში აქვთ მონოპოლისტობა და ამას „ბორჯომის“ ისტორიაც ადასტურებს, როდესაც მათ გენერალური ლიცენზიის ხელში ჩაგდება უნდოდათ“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მანვე განაცხადა, რომ ხაზარაძემ სტრატეგიული მნიშვნელობის წყალი რუსებს მიჰყიდა.

„შეხსენებისთვის: ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, თუნდაც წყლის რესურსებით აპირებდნენ ცხოვრებას, აი ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის წყალი მიჰყიდა რუსებს, კერძოდ კი, „ალფა“ ჯგუფს და დღეს, „ბორჯომის“ ყიდვა რომ ვინმეს მოუნდეს, მოსკოვში უნდა ჩავიდეს და იქ გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება. ამიტომ ვამბობ ყოველთვის, რომ მონოპოლისტობა - ეს მათი ბუნებრივი მოთხოვნილებაა. ეს საბანკო სექტორსაც ეტყობა, ორი ძირითადი მოთამაშეა და იქაც მონოპოლისტები არიან. აბა, თუ მართლა რამის გაკეთება უნდოდათ, ვინ უშლიდათ ხელს?! მითუმეტეს, რომ მაშინ პრემიერად კვირიკაშვილიც ჰყავდათ, რომელმაც 130 მილიონი გამოუყო მიწების საყიდლად, გარანტიებიც შეუქმა და საპენსიო რეფორმაც მათთვის მოაწყო და არა ადამიანების ღირსეული სიბერისთვის (ისე, ვინაა დარწმუნებული, რომ იმ მიწებში ფული არ გაკეთდა?! ან ვინ არის იმ ფულზე პასუხისმგებელი?!).

პირადად მე, 2018 წლის თებერვალში ვიყავი პორტში, სადაც 5 ძროხა დადიოდა და 2 ტრაქტორი მუშაობდა... მოკლედ ფაქტია, ხაზარაძის და მისი ჯგუფის მთავარი მიზანი, საპენსიო რეფორმიდან მიღებული ფულის პორტის მშენებლობაში დაბანდება და იქიდან დამატებითი შემოსავლის მიღება იყო და არა ინვესტორების მოზიდვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვა დრო და ეს საქმეები აუცილებლად გამოძიებული იქნება“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ამირან სალუქვაძე - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება, ვინ გადალახავს ამ საცოდავ 1%-ს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2020
ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში
„კარფურის გათამაშება გრძელდება“ - წინ კიდევ უსასრულო სიურპრიზებით სავსე 2 კვირა გელოდებათ
"ლიბერთის" ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის
„შუშხუნა ბაკურიანი“ - სიახლე ბაზრის ლიდერი ბრენდისგან
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)