კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი - უნდა ველოდოთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია გაიმარჯვებს

„უნდა ველოდოთ, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს - ასლან ბჟანიას ამჟამად ამის ყველა წინაპირობა აქვს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთში, ვადამდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების უფრო მეტი შანსი ოპოზიციონერ კანდიდატს ექნება.

„რეალურად, ასლან ბჟანია იმთავითვე განიხილებოდა კანდიდატად, უბრალოდ, მისი მოწამვლის გამო მოხდა ბჟანიას ჩანაცვლება იმ კანდიდატით, რომელმაც საბოლოოდ იყარა კენჭი, ანუ ალხაზ კვიწინიასკენ წავიდა ხმები. ჯერჯერობით სიცხადე არ გვაქვს, მაგრამ თუ ისევ დააყენებს ბჟანია თავის კანდიდატურას, სავარაუდოდ, იგი განიხილება ყველაზე მძიმეწონოსან ოპოზიციონერად. ზოგადადაც, ამ ფონზე, როდესაც ხაჯიმბას ფაქტობრივად, თავისი პოზიციების დათმობა მოუწია, სავარაუდოდ, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა ამ პერიოდში, უნდა ველოდოთ, რომ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში, ახლა ხაჯიმბას პოზიციები დასუსტებულია. ბჟანიას ე.წ. პრეზიდენტად გახდომის ყველა წინაპირობაა“, - განუცხადა კანაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ, არჩევნები ორი-სამი თვის შემდეგ გაიმართება. ოპოზიციონერი, ე.წ.პრეზიდენტობის კანდიდატი ალხაზ კვიწინია სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა