ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელშეკრულების თანახმად, ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება

ჩატარებული გვაქვს ე.წ ბარიერების კვლევა - პირველ დაბრკოლებად საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მეორე დაბრკოლებად კი ფინანსური ბარიერი გამოვლინდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, 2019 წელს ყველანაირი ფინანსური ბარიერი მოიხსნა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა სრულიად უფასო გახდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, ვეუბნებით რომ მობრძანდით და ჩაიტარეთ სკრინინგი, ძალიან ცოტა ადამიანი მოდის. ჩვენ ჩატარებული გვაქვს თუ არ ვცდები შარშანწინ ე.წ ბარიერების კვლევა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად და ნომერ პირველ პრობლემად გამოვლინდა საზოგადოების ნაკლები გათვითცნობიერებულობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვსაუბრობთ. მაშინ ჩატარებულ კვლევაში მეორე ადგილას გავიდა ფინანსური ბარიერი და ამიტომაც, მერე ფინანსური ბარიერი სრულად მოიხსნა.

როდესაც პროგრამა დაიწყო 2015 წელს, მკურნალობა იყო სრულად უფასო, სწრაფი დიაგნოსტიკა ყოველთვის იყო უფასო პროგრამის დაწყების დღიდან, გაღრმავებულ დიაგნოსტიკაში კი იყო ე.წ. თანაგადახდის კომპონენტი. ეს თანაგადახდაც თითქმის არ იყო სოციალურად დაუცველებისთვის. ეს თანაგადახდა თანდათანობით იხსნებოდა და თუ არ ვცდები, 2019 წლის ზაფხულიდან პროგრამა სრულიად უფასოა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად ამერიკელი პარტნიორები გარანტიას იძლევიან, რომ 10 წლის განმავლობაში საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო