ამირან გამყრელიძე - 4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვაქვს

4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც განკუთვნილია რისკ ჯგუფებისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

„გრიპის ვირუსის ვაქცინის სტრატეგიული მარაგი ქვეყანას აქვს. 4 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა სტრატეგიულ მარაგში გვიდევს, რომელიც არის განკუთვნილი რისკ ჯგუფებისთვის. რისკ ჯგუფებს, ყოველდღიური გამოსვლისას ვთხოვ, განსაკუთრებით ორსულ ქალბატონებს, რომ მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში და აიცრან. გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წინა სეზონთან მიმართებით უფრო მშვიდად ვართ. რა თქმა უნდა, ზამთარია და ზამთარში გრიპი ყოველთვის არის. თუ შევადარებთ წინა სეზონს, რადგან ახლა მოსახლეობის 80%-ში ცირკულირებს და პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი და ის ხასიათდება შედარებით მსუბუქი კლინიკური მიმდინარეობით, ამიტომ წელს ჯერჯერობით უფრო მშვიდი სეზონია, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

წინა კვირას ჩვენ გვქონდა ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 191 და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%, როცა შარშან ამ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ანალოგიურ კვირაში 42% გვქონდა.

საქართველოში გრიპის სეზონი ძირითადად იწყება დეკემბრის დასაწყისში და როგორც წესი, მარტის ბოლომდე ან აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება, მაგრამ პიკური პერიოდი არის 3-5 კვირა. ერთი პიკი ჩვენ დეკემბერში გვქონდა, მზარდი პიკი და ვფიქრობთ, რომ გავიარეთ, ახლა დავაკვირდებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა