ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჰაერის დაბინძურება დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის

ჰაერის დაბინძურება გახლავთ მთელი რიგი დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი, ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით იღუპება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გლობალური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ჰაერის დაბინძურება 21-ე საუკუნის დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

„ჰაერის დაბინძურება გახლავთ მთელი რიგი დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკფაქტორი, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადების. ყოველწლიურად 58 მილიონიდან 7 მილიონი ადამიანი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით იღუპება. გარემო, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის შემდეგ, ავადობისა და სიკვდილიანობის მეორე ფაქტორია.

იცით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ სერიოზულად დაიწყო იმ ინდიკატორების მონიტორინგი, რომლებიც მუდმივად თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ხდება. ეს ზოგადად დიდი გამოწვევაა 21-ე საუკუნეში არა მარტო საქართველოსი, არამედ მთელი მსოფლიოსი - კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება. ამიტომ 2018 წლის დეკემბერში სახელმწიფოს აქვს დამტკიცებული გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა მუშაობს 5 მთავარი მიმართულებით, ეს არის: ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ქიმია და კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გლობალური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე საქართველო მეორე ადგილასაა. დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ინდოეთშია.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში