ირანის რევოლუციური გვარდია „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობას იღებს

„უკრაინის ავიახაზების“ ბოინგის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ.

„ასეთ პირობებში, ადამიანური შეცდომა მოხდა წინასწარი განზრახვის გარეშე და თვითმფრინავს ესროლეს“,-აცხადებენ ირანის რევოლუციურ გვარდიაში. განცხადების თანახმად, ირანის რევოლუციური გვარდია მომხდარის გამო ბოდიშს იხდიან და პირობას დებს, რომ მომავალში საჰაერო სისტემებს განაახლებენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი „ადამიანური გადაცდომა გახდა" და მათ „ბოინგ 737“ „უნებლიედ“ ჩამოაგდეს.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე 176-ვე მგზავრი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო