საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადების მიღება დაიწყო

„საპენსიო სააგენტო" ახალ დირექტორს ეძებს. შესაბამისი ვაკანსია 10 იანვარს გამოქვეყნდა და განაცხადების მიღება 31 იანვრამდე იწარმოებს.

როგორც ვაკანსიაშია მითითებული, „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის ყოველთვიური ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

როგორც ცნობილია, ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს" დირექტორის თანამდებობას 16 იანვრიდან ტოვებს. „ინტერპრენიუსს" „საპენსიო სააგენტოში" განუცხადეს, რომ 16 იანვრიდან ახალი დირექტორის შერჩევამდე, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას რომელიმე მოადგილე შეასრულებს, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს.

შეგახსენებთ, „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. სურგულაძე თანამდებობაზე 5 წლის ვადით იყო დანიშნული და ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვების მიზეზად „სხვა გეგმების" ქონას ასახელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს