ირანის რევოლუციური გვარდიის გენერალი - როცა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გავიგე, სიკვდილი ვინატრე

ირანის რევოლუციური გვარდიის გენერლის, ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, გვარდია მას შეასრულებს. ამის შესახებ მან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე, რომ ამ ტრაგედიის მოწმე არ ვყოფილიყავი. ჩვენ მთელ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, ჩვენ მას შევასრულებთ“, - განაცხადა ხაჯიზადემ.

შეგახსენებთ, თეირანში „უკრაინის ავიახაზების“ ჩამოგდებაზე სრული პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი შეცდომით „მტრულ სამიზნედ“ აღიქვეს, რადგან სამხედროები „მზაობის უმაღლეს დონეზე“ იყვნენ.

„ბოინგ 737“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი დაიღუპა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო