ადვოკატი - გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში

გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფებელია.

"ისევ ისეთ რეჟიმში ვართ, ვაგროვებთ მტკიცებულებებს, მტკიცებულებების მოძიების პროცესში ვართ. გამოკვეთილია მისი უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში და ვმუშაობთ მისი უდანაშაულობის დასადასტურებლად", - განაცხადა მოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა