დაავადებათა კონტროლის ცენტრის დეპარტამენტის მრჩეველი - საქართველოში ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებელი არც ისე მაღალია და ის ევროპის ქალაქებში არსებულ მაჩვენებელს უახლოვდება

ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებელი არც ისე მაღალია და ის ევროპის ქალაქებში არსებული ჰაერის დაბინძურების საშუალო მედიანურ მაჩვენებელს უახლოვდება, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები ჭარბობს, ამიტომ გვაქვს დაბინძურების და მასთან ასოცირებული სიკვდილიანობის ასეთი ინდექსი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველმა, ნია გიუაშვილმა ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გლობალური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობა არის ის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გამოიყენება მდგრადი განვითარების მიზნების შესაფასებლად 2030 წლისთვის.

„სხვადასხვა ახალი მეთოდოლოგია შეიქმნა ქვეყნების რანჟირების განსასაზღვრად, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოიყენებს ამ ინდიკატორს იმისთვის, რომ შეადაროს, ზოგადად რამდენად გაიზარდა ქვეყნების ძალისხმევა წლიდან-წლამდე ჰაერის სიჯანსაღის გასაუმჯობესებლად. გლობალური ალიანსის ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია დეკემბრის ბოლოს, დაფუძნებლია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის სტატისტიკურ ანგარიშზე, რომლის თანახმადაც განისაზღვრა ის ქვეყნები, სადაც ყველაზე უფრო დიდი რაოდენობით მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან არის ასოცირებული ჰაერის დაბინძურება. 10 ქვეყანა, ამ ქვეყნებს შორის ლიდერობს, ჩინეთი და ინდოეთი, ასევე ამ ჩამონათვალში შედის აშშ და მაგალითად, რუსეთი. ცხადია, საქართველო ამ ჩამონათვალში არ შედის, საქართველოს მოსახლეობის მცირე რაოდენობის გამო, თუმცა კრიტერიუმებში, შენობის შიდა და შენობის გარე ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული რისკების ზეგავლენა, ერთ-ერთი მაღალია საქართველოსთვის სხვადასხვა შეფასებების, მათ შორის ევროპის რეგიონში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით. ამის თაობაზე მრავალჯერ არის ნათქვამი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც, 2016 წელს საქართველოში სპეციალური ვიზიტით იყო ჩამოსული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისია, რომელსაც ახალი მონაცემები წარვუდგინეთ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, როგორია რეალურად ჯანმრთელობის სტატისტიკა და მოხმარება შენობის შიდა ჰაერის დამაბინძურებლებთან, ზოგადად ჰაერის დამაბინძურებლებთან და საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უჭირავს ევროპის რეგიონში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონი 53 ქვეყანას მოიცავს, მათ შორის მესამე ადგილზე ვართ ამ რისკებთან მიმართებაში. ეს ეხება ურბანულ დასახლებებს, უმეტესად და თბილისისთვის არის ეს პრობლემა, თუმცა ჰაერის დაბინძურების საერთო მაჩვენებელი არც ისე მაღალია და ის ევროპის ქალაქებში არსებული ჰაერის დაბინძურების საშუალო მედიანურ მაჩვენებელს უახლოვდება. იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები ჭარბობს, ამიტომ გვაქვს დაბინძურების და მასთან ასოცირებული სიკვდილიანობის ასეთი ინდექსი. ჰაერის დაბინძურება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოსახლეობაზე", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვისა და დაბინძურების შესახებ გლობალური ალიანსის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რეგიონში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით 100 ათას მოსახლეზე საქართველო მეორე ადგილზეა. დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ინდოეთშია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს