ვლადიმერ პუტინი - ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომი  მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. მისი თქმით, თუ ასე მოხდა, მას მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება.

„ეს უბრალოდ ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება, რელიგათშორისი კატასტროფა, ეკონომიკური კატასტროფა. ის მსოფლიო ეკონომიკის და ენერგეტიკის განადგურებას ან უზარმაზარ ზიანს გამოიწვევს“,-განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, სირიაში, ლიბიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა