თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის სანაპიროსთან ეგეოსის ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვია.

ინციდენტი შაბათს, საკურორტო ქალაქ ცეზმისთან ახლოს მოხდა. ნავზე, რომლითაც მიგრანტები საბერძნეთში გადასვლას აპირებდნენ, სულ 19 ადამიანი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნების მოქალაქეები იმყოფებოდნენ ნავზე.

ამავე დღეს მიგრანტების ნავის ჩაძირვის კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. აღნიშნულ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იონიის ზღვაში ნავის ჩაძირვის შედეგად 12 მიგრანტი გარდაიცვალა, დანარჩენი 21 კი გადარჩა. მათივე ინფორმაციით, ნავზე, სავარაუდოდ, კიდევ 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა და მათ გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა