ანტისამთავრობო პროტესტის წახალისებისთვის ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი დააკავეს

თეირანში, ამირ ქაბირის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე დიდი ბრიტანეთის დესპანი რობ მაკაირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დესპანი „ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეების წახალისებისთვის“ რამდენიმე საათით დააკავეს.

ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

„ჩვენი ელჩის თეირანში დაკავება ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე საერთაშორისო კანონის აშკარა დაღვევაა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ირანის მთავრობა გზაჯვარედინზე იმყოფება. მას შეუძლია პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გზით სვლა განაგრძოს, ან გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ და დიპლომატიურ გზას დაადგეს“,- აცხადებს რააბი.

შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც, ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს