შსს - კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

მათივე ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს - 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, ურთიერთდაპირისპირება მოუვიდა „ბასიანში“ დიჯეისთან, რის შემდეგაც დაცვამ ის კლუბიდან გაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ კლუბის ტერიტორიაზე დაბრუნდა და იარაღიდან გაისროლა. შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

იხილეთ ვიდეო: როგორ გამოიყურება "ბასიანის" მიმდებარე ტერიტორია სისხლიანი ღამის შემდეგ - მამაკაცს, რომელმაც 3 ადამიანი დაჭრა, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო