ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ

ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ჯაჭვის ხიდთან ბრიფინგი გამართეს და სანაპიროს დაბინძურების ფაქტზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია, რაც ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება. ისინი ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ.

"ქუთაისის ისტორიული ნაწილი საინტერესო ლოკაციაა ტურისტებისთვის, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული მარშრუტიდან, რადგან უხერხულია ტურისტების აქ მოყვანა. აუცილებელია, სანაპიროს დასუფთავება და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. მარტო თუ ვერ ახერხებენ, დაიგეგმოს დასუფთავების აქციები და გავალთ ყველანი",-განაცხადა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს