მალტის ახალი პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა გახდა

მალტის ახალი პრემიერ-მინისტრი იურისტი და დეპუტატი რობერტ აბელა გახდა. ამ ინფორმაციას "როიტერსი“ ავრცელებს. 42 წლის რობერტ აბელა ქვეყნის მმართველი "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის პოსტზე აირჩიეს, რაც ავტომატურად მის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ის მალტის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ აბელას შვილია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა პოსტის დატოვების შესახებ განაცხადა, რისი მიზეზიც ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა.

ჟურნალისტი ე.წ. „პანამის დოკუმენტებს“ სწავლობდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრ ჯოზეფ მუსკატის ცოლი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. ჟურნალისტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს