ხატია დეკანოიძე - სტრასბურგმა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა - ხელისუფლებას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

სტრასბურგმა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რაც ადასტურებს ამ საქმის სიმძიმეს. ხელისუფლებას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მართლმსაჯულების და სამართლებრივი კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამოვლინებაა 2017 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელიც დაუგეგმავი და არაპროფესიონალური იყო და 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეიწირა.

"მთელი ამ ხნის მანძილზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, საზოგადოებამ ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე. უფრო მეტიც, მაჩალიკაშვილის ოჯახის, საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების კულმინაცია, რომელიც იყო ძალზე ცინიკური, გამოიხატა 31 დეკემბერს, როდესაც მაჩალიკაშვილის ერთადერთი საპროტესტო ადგილი და მისი კარავი ნაგავში მოისროლეს ბიძინა ივანიშვილის და კახი კალაძის დავალებით. ამას მოჰყვა პროტესტი და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის დაკავება. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო სამართლიანი და ეფექტური გამოძიება, რომელიც უნდა ჩატარებულიყო ე.წ. სპეცოპერაციის განსაკუთრებულად დამამცირებელი და აგრესიული ჩატარების გამო და ასევე, არ დასჯილან ამ დრომდე დამნაშავეები. ძალზედ მნიშვნელოვანია, ასევე, ის ფაქტი, რომ დღემდე დაზარალებულის ოჯახს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს არ შეუძლია გაეცნოს გამოძიების მასალებს. მეტიც, მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაარღვია ყველანაირი პროცესუალური, ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა და თვითონ აწარმოებდა გამოძიებას, გააყალბა ჩვენებები. ამ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია და ასევე, ადასტურებს ამ საქმის სიმძიმეს, როცა არასამთავრობო სექტორის სრული ჩართულობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო საქმის არსებითად განხილვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა კითხვები და საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, უპასუხოს",-აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო საქმის გამოძიება და "ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთხელ მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი სრულ სოლიდარობას უცხადებენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს.

"მას შემდეგ, როცა სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელზეც ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახს უარი უთხრა საქართველოს ხელისუფლებამ, ამ სიტუაციაში, ნამდვილად დადგინდება სიმართლე და სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ჩამოართვა სიცოცხლის უფლება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს ანუ რატომ მოკლა დაუგეგმავი და გაუმართლებელი სპეცოპერაციის შედეგად, რა წინაპირობები უძღოდა და რა იყო ის გარემოებები, რომელიც ხდიდა აუცილებელს ამ არაპროფესიონალურად ჩატარებული სპეცოპერაციას, ასევე, რატომ არ უზრუნველყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებით თემირლან მაჩალიკაშვილი, როცა მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა, რატომ უარყო საგამოძიებო კომისიის შექმნა, როცა ოჯახს და საზოგადოებას აინტერესებთ სიმართლის დადგენა, ამ ყველა კითხვაზე საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება გასცეს პასუხები და გადასცეს ყველა მტკიცებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ გვინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადოთ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და ვთქვათ, რომ სახელმწიფომ მათ პროტესტის უფლება ჩამოართვა",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს