პატრიარქი - ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი - მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას

ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო მილოცვა გადასცეს.

მილოცვაში აღნიშნულია:

"ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს.

გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II" ,- ნათქვამია კათოლიკოს პატრიარქის საშობაო მილოცვაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს