ვარკეთილში, „ანას ბაღთან“ აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ვარკეთილში, “ანას ბაღთან" აქციის მონაწილეებსა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეების გაღიზიანება მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის, ,,ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ბენაშვილის განცხადებას მოჰყვა. ბენაშვილის თქმით, აქციაზე ადგილობრივი მხოლოდ 15 ადამიანია და დანარჩენები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივს წარმოადგენენ.

აქციის მონაწილეებმა ბენაშვილს სიტყვებით ,,წადი’’ და ,,მონა’’ მიმართეს, ასევე მას დაუპირისპირდა "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
ხელოვნური ინტელექტი და სასამართლო - კიბერმართლმსაჯულება