"დინამო თბილისი" ლეგენდების ტურნირის ნახევარფინალშია

ლეგენდების ტურნირში "დინამო თბილისის" გუნდმა "შალკე 04" დაამარცხა და ნახევარფინალში გადავიდა. შეხვედრაზე ანგარიში "დინამო თბილისის" სასარგებლოდ, 6:3 დასრულდა.

ორი გოლის ავტორი გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იყო.

"ძალიან საინტერესო თამაშია, შედეგითაც კმაყოფილები ვართ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ნახევარფინალში გავედით, რაც "დინამო თბილისის" დიდი წარმატებაა. ვეცდებით ფინალში გავიდეთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები",- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ლეგენდათა ტრადიციული ტურნირის ნახევარფინალში "დინამო თბილისი" ბრემენის "ვერდერს" დაუპირისპირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა