გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი ირანს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„მნიშვნელოვანია, ირანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს,“- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან ირანის მოქმედებებით, რომელიც მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

„ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ირანის ქმედებების გამო, რომელიც მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს. ეს ქმედებები უნდა შეიცვალოს. ირანის მოქმედებები, მათ შორის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს, დიპლომატიური გზით უნდა განვიხილოთ “- აღნიშნულია განცხადებაში.

ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ბორის ჯონსონი მზადყოფნას გამოხატავენ, რეგიონში სიტუაციის დეესკალაციისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თავიანთი ჩართულობა განაგრძონ.

შეგახსენებთ, ირანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება.

ხელშეკრულება, რომელიც “ერთობლივი სამოქმედო ყოვლისმომცველი გეგმის“ სახელითაა ცნობილი, ირანს, აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის 2015 წელს გაფორმდა. აშშ-მ შეთანხმება 2018 წელს ცალმხრივად დატოვა. მიმდინარე წლის 8 იანვარს კი დონალდ ტრამპმა იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ სხვა მხარეებსაც მოუწოდა. „მოვიდა დრო, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა აღიარონ რეალობა და ირანის ბირთვული შეთანხმებას თავი დააღწიონ,“- აღნიშნა ტრამპმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა