ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი დღეს პროკურატურაში მივა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება და მათგან მიიღებს ინფორმაციას, რა ახალი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა გამსახურდიას დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე მიიღებს პასუხს, პროკურატურისათვის მის მიერ მიწოდებულ წინადადებებთან დაკავშირებით.

ამირან გიგუაშვილის თქმით, 30 დეკემბერს პროკურატურაში წარადგინა წერილობითი მოსაზრებები უკვე ჩატარებულ და ასევე ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მართალია, ამას სავალდებულო ძალა არ აქვს პროკურატურისთვის, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საპროცესი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაზარალებულის მხრიდან ამგავრი მიწოდებული ინფორმაციების სავალდებულო რეაგირებას, თუმცა დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმის საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურამ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ამ პრიოდში ჩვენ კომუნიკაცია რამდენჯერმე გვქონდა პროკურატურასთან, სადაც დაგვიდასტურეს, რომ გაეცნენ ჩვენს წერილობით მოსაზრებებს. ამ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი მათთვის მისაღებია, ჩვენ ორშაბათს უნდა შევხვდეთ. გავეცნობი იმას, ამ ორი კვირის განმავლობაში ახალი რა გაკეთდა პროკურატურის მიერ და ასევე გავეცნობი იმას, თუ რამდენად გაითვალისწინეს ჩვენი მოსაზრებები“, - განაცხადა გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მომხდარზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, თუმცა ცოტნე გამსახურდიას ოჯახისა და მისი ადვოკატის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ვიდრე თავად ცონე გამსახურდია არ გააკეთებს კომეტარს, თუ რა იყო მოტივი მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, მათთვის ყველა ვერსია არის დასაშვები.

„შესაბამისად, ყველა ვერსიაზე ჩვენ ჩვენი მხრიდან ვმუშაობთ და პროკურატურას, გამოძიებასაც ვთხოვთ, რომ ყველა ვერსია გადაამოწმოს, როგორც პირადი ანაგარიშსწორება, ისე პოლიტიკური მოტივები, წინასწარგანზრახული პროვოკაცია და ისე სიტუაციურად წარმოქნილი კონფლიქტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ყველა ეს ვერსია მუშავდება გამოძიების მიერ და ორშაბათს კიდევ მივიღებ დამატებით ინფორმაციას“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, რამდენიმე დღის წინ თურქეთში გადაიყვანეს. ამ დროისთვის გამსახურდია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, თუმცა ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

რამაზ საყვარელიძე - ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისაა, რომ მან ახალი ამბიციური და ბრძოლისუნარიანი პოლიტიკური ძალა, ჯერჯერობით, ვერ წარმოშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2020
ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს
რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს?
თენგიზ ცერცვაძე - სიმართლე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ
Livo.ge-ზე უძრავი ქონების სერტიფიცირებული შეფასება 24 საათში 39 ლარად არის შესაძლებელი
სილქნეტის ოპტიკურ ქსელში დღეიდან სატელევიზიო პაკეტები იცვლება
კომპანია „თბილღვინომ“ 50 რჩეული მასპინძელი გამოავლინა