აშშ-ის თავდაცვის მინისტრი - ვერ ვხედავ მტკიცებულებას, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მარკ ესპერის განცხადებით, ის ვერ ხედავს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან წარმოდგენილ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც CBS-ის გადაცემა Face The Nation-თან ინტერვიუში მარკ ესპერმა აღნიშნა, ის ეთანხმება დონალდ ტრამპს იმაში, რომ აშშ-ის საელჩოების წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელება მოსალოდნელი იყო, თუმცა, პრეზიდენტის სიტყვები ოთხ საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით „კონკრეტულ მტკიცებულებას არ ეფუძნებოდა.“

„რაც პრეზიდენტმა განაცხადა, იყო ის, რომ, შესაძლოა, საელჩოების წინააღმდეგ დამატებითი თავდასხმები განხორციელებულიყო. მე ვიზიარებ ამ შეხედულებას, თუმცა პრეზიდენტს კონკრეტული მტიცებულება არ წარმოუდგენია. სადაზვერვო სამსახურების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას ოთხ საელჩოსთან დაკავშირებით ვერ ვხედავ,“- განაცხადა ესპერამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, გენერალ ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამდე, ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა.

იხილეთ ვიდეო: აშშ-ის თავდაცვის მინისტრი - ვერ ვხედავ მტკიცებულებას, რომ ირანი ოთხ ამერიკულ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო