„ბასიანზე“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ პირს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

39 წლის ბიძინა ჩაჩხიანს, რომელმაც ღამის კლუბში, „ბასიანზე“ცეცხლი გახსნა, დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ჩაჩხიანს კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსაროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, ურთიერთდაპირისპირება მოუვიდა „ბასიანში“ დიჯეისთან, რის შემდეგაც დაცვამ ის კლუბიდან გაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ კლუბის ტერიტორიაზე დაბრუნდა და იარაღიდან გაისროლა.

იხილეთ ვიდეო: "ბასიანზე" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს