CNN - ალ-ასადის ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცები ირანის თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს, რომ თავშესაფარში ჩასულიყვნენ

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ჯარებმა ერაყის ალ-ასადის ბაზაზე, წინასწარ იცოდნენ, რომ ირანი სწორედ იქ, საჰაერო თავდასხმას განახორციელებდა და გაფრთხილებულნი იყვნენ, თავშესაფარში ჩასულიყვნენ. ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ დროს ბაზაზე იმყოფებოდნენ აცხადებენ, რომ თავდასხმის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, თუმცა არ იცოდნენ რა ინტენსივობის და როგორი დატყმა განხორციელდებოდა.

ცოტა ხნის წინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმაც განაცხადა, რომ ირანმა ერაყს სიტყვიერი გაფრთხილება გაიგზავნა, რომ მალე ამერიკის პოზიციებზე დარტყმა განხორციელდებოდა. CNN-ის ცნობით კი ამის შესახებ ოფიციალურმა ბაღდადმა ვაშინგტონი წინასწარ გააფრთხილა.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს პენტაგონის მიერ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი და ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ. თეირანმა საპასუხოდ, ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც ამერიკული ძალები არიან განთავსებულნი, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს