20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი, ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი სასამართლოზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ

20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებული პირები სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდნენ.

სასამართლოსთვის წარდგენილ განცხადებაში ბესიკ თამლიანმა, ზურაბ ბუდაღაშვილმა, ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.

ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა გასულ სხდომაზე განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ. ისინი პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის სამი მოწმე დაიკითხება. კერძოდ კი, პოლიციის თანამშრომლები.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო