ზურაბ ერქვანია - ჩვენ ველოდებით, როდის მოგვიტანენ თეფშზე დადებულ აფხაზეთს, მაგრამ ამას აქედან დისტანცირებულად, რაღაც პროცესების სტიმულირება სჭირდება

ჩვენ ველოდებით, როდის მოგვიტანენ თეფშზე დადებულ აფხაზეთს, მაგრამ ამას აქედან, დისტანცირებულად, რაღაც პროცესების სტიმულირება სჭირდება, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ერქვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

როგორც ერქვანიამ აღნიშნა, ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მისი მოწამვლის შემდეგ გაუარესდა, ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემს.

„ბჟანიას ძალიან ახლოს ვიცნობ. ის ფიზიკურად არ არის ჯანმრთელი, ხან კარგად არის, ხან - ცუდად. ბჟანიას სისხლში აქვს პრობლემები და მისი დაცვის ორი თანამშრომელიც კარგად არ არის, მათაც იგივე პრობლემები აღმოაჩნდათ სისხლში. იქ ისეთი ვითარებაა, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი ღიაა.

ჩვენკენ კი იქიდან არავინ იხედება, ეს ჩვენი ილუზიებია, რადგან ჩვენ ამ ხალხთან არ ვმუშაობთ და ეს ასე ამიტომაა. ჩვენ ვზივართ და ველოდებით, როდის მოგვიტანენ თეფშზე დადებულ აფხაზეთს. ამას აქედან, დისტანცირებულად რაღაც პროცესების სტიმულირება სჭირდება“, - აღნიშნა ერქვანიამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს