პროკურორის განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს

გაუფორმდებათ თუ არა საპროცესო შეთანხმება 20 ივნისის აქციის დაშლისას დაკავებულ ორ პირს, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილს, ამის თაობაზე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მუკბანიანი განმარტავს, იმისათვის, რომ პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, აუცილებელია მან ფაქტობრივი გარემოებები აღიაროს.

ცოტნე სოსელიამ და კახაბერ კუპრეიშვილმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით შიმშილობა 10 იანვარს დაიწყეს.

„საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანია. საპროცესო შეთანხმების კანონისმიერი საფუძველი ბრალის აღიარება გახლავთ. შესაბამისად, როგორც ბრალდებულებმა წინა სხდომაზე განმარტეს, მათ სურთ საპროცესო შეთანხმების გაფორმება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს განვიხილავთ. დაზუსტებული პასუხი მომდევნო დღეებში გვეცოდინება", -განაცხადა მუკბანიანმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად 4 ბრალდებულიდან არცერთი დასწრებია. მოითხოვს თუ არა დანარჩენი 2 ბრალდებულიც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს უცნობია.

დღეს, სასამართლოში ჩვენება სამმა პოლიციელმა მისცა, რომელთაგანაც ერთი დაზარალებულადაა ცნობილი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 17 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა