ირაკლი სესიაშვილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ, 6-კაციან სიაზე - არამგონია, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს

"არამგონია, ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს", - ასე უპასუხა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ ექვსკაციან სიას.

სესიაშვილი ასევე გამოეხმაურა ეუთო/ოდირის დასკვნას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ დასკვნაში რიგ შემთხვევებში უსაფუძვლო კრიტიკაა.

"ჩვენ თუ მოსამართლეებს არ ავირჩევდით, უზენაესი სასამართლო დარჩებოდა საქმეების განხილვის გარეშე, არადა რამდენიმე ათასი საქმე დევს თაროზე. კრიტერიუმებთან მიმართებაში პარლამენტმა მაღალი სტანდარტი შეარჩია ისევე, როგორც განხილვის და მოსმენის პროცესში უმრავლესობაც და ოპოზიციაც მაქსიმალურად კრიტიკული ვიყავით. ამიტომ ამ მხრივ რაიმე პოლიტიკირი ნიშნების დანახვა, ვფიქრობ, არაობიექტურია. იმდენ წინააღმდეგობას ვხვდები მე ამ დასკვნაში, მიმაჩნია, რომ რიგ შემთხვევებში კრიტიკა უსაფუძვლოა. მეორე მხრივ, ეუთო/ოდირი ვერ აიღებს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას", - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მორიგი სია შევიდა. ახალი 6-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. მოსამართლეობის კანდიდატები არიან: ილონა თოდუა; გენადი მაკარიძე; ნინო სანდოძე; პაატა სილაგაძე; გიორგი ტყავაძე; თეა ძიმისტარაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს