კლუბ „ბასიანთან“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებული დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლს არ ეთანხმება

კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავეული ბიძინა ჩაჩხიანის ადვოკატის განმარტებით, თუ მას ბრალი იმავე საფუძვლით წარედგინა, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ დაეთანხმება.

მისივე განმარტებით, ბიძინა ჩაჩხიანს ბრალს ოფიციალურად დღეს, სავარაუდოდოდ, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, თუ მას ბრალი იმავე მუხლით წარედგინა, რა მუხლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ის აღნიშნულ ბრალდებას არ დაეთანხმება“,-განაცხადა ბიძინა ჩაჩხიანის ადვოკატმა ია თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. ჩაჩხიანს კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს