ვარკეთილში, „ანას ბაღში” შეკრებილმა მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი გამართა

ვარკეთილში, „ანას ბაღში” შეკრებილმა მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი გამართა. მათ სახეზე ნიღბები გაიკეთეს და ბავშვებს მშენებლობის კედლების მიღმა სიმინდის, ლობიოსა და სხვა მცენარეების თესლები გადააყრევინეს.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნული პერფორმანსი ადგილზე მწვანე სივრცის და ჯანსაღი გარემოს შექმნას ემსახურება.

„აქცია პერფორმანსის მიზანი იყო ის, რომ საშინლად არის დაბინძურებული გარემო და ჰაერი. გადავწყვიტეთ, ამისთვის ხაზი გაგვესვა. არ გვინდა ბეტონში ამოქოლვა, ჩვენ გვჭირდება მეტი მწვანე სივრცე, მეტი სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო და ამიტომ, ჩვენს ბავშვებს გადავაყრევინეთ თესლი ტრაქტორის მიერ ამოთხრილ მიწაში. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდევ არაერთი აქცია და მოქმედებები, წინააღმდეგობას გავუწევთ მათ მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები,” - განაცხადა ადგილობრივმა მამუკა დარისპანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა