არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიისა და საქართველოს ორი მოქალაქის საქმეზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ავსტრალიისა და საქართველოს ორი მოქალაქის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმაჯელებენ. ასევე, გადაისინჯება დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

როგორც საქმის პროკურორმა მაია გოგორელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე არაერთი მტკიცებულება არსებობს.

„წარმოდგენილ 3 პირს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიას, ასევე არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს ვედავებით. ბრალდების მხარეს აქვს არაერთი მტკიცებულება, როგორც მშობლების მიმართ, ასევე დღეს წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ. მათ შორის, გამოთხოვილი ინფორმაცია სოციალური ქსელიდან, აგრეთვე გვაქვს საბანკო გადარიცხვებიც და საბაჟო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციაც, რომ ამანათები აღნიშნულ ბრალდებულებს აქვთ მიღებული. აბსოლუტურად ყველა მშობელთან წინასწარ ხდებოდა ამის თაობაზე მოლაპარაკება, ვინაიდან არცერთი ადამიანი იმხელა რისკს არ გაწევს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, ბავშვებს მსგავსი შინაარსის ფოტოები გადაუღოს, მშობლები მეორე ოთახში იყვნენ და ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, თან ეს წლების განმავლობაში მიმდინარეობდა", -განაცხადა გოგორელიანმა.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.

საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა