ირანის მთავრობის პრესსპიკერი - ტრამპი ირანელ ხალხზე საუბრისას „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის

ირანის მთავრობის პრესსპიკერმა, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება „ტვიტერზე“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის, როცა ირანელ ხალხზე საუბრისას თავის წუხილს გამოთქვამს. მისი თქმით, ირანელ ხალხს ახსოვს, რომ ტრამპმა გენერალი სოლეიმანი მოკლა და რომ ტრამპი იყო სათავე იმ ეკონომიკური გამოწვევების, რომლის წინაშეც ისინი დგანან.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო აქციები იმართება, რომელსაც ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„ირანის ლიდერებს - არ მოკლათ აქციის მონაწილეები. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით, ან დააპატიმრეთ და მსოფლიო გაკვირდებათ. რაც მთავარია, აშშ აკვირდება. ჩართეთ ინტერნეტი და მიეცით რეპორტიორებს საშუალება, რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი. შეწყვიტეთ, დიდი ირანელი ხალხის მკვლელობა!" - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა