რუსლან აბაშიძე - რაც აფხაზეთში ხორციელდება, ეს ყველაფერი საოკუპაციო რეჟიმის მილიტარიზაციის და რუსიფიკაციის შედეგია

„ეს ყველაფერი არის საოკუპაციო რეჟიმის მილიტარიზაციის და რუსიფიკაციის შედეგი, რომელიც ხორციელდება დიდი მასშტაბით აფხაზეთში”, - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ის პროცესები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს აფხაზეთში, ეს არის მიმართული პირველ რიგში აფხაზეთის საზოგადოების საწინააღმდეგოდ. აბაშიძის თქმით, სახელმწიფომ და ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უფრო მასშტაბურად განხორციელდეს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს აფხაზეთთან მიმართებაში.

„უნდა განხორციელდეს ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილია, რათა დავეხმაროთ ჩვენ აფხაზ საზოგადოებას, რომელიც დღეს რთულ მდგომარეობაში იმყოფება. თუ გავითვალისწინებთ იმ პროცესებს, რაც დღეს აფხაზეთშია, მე შევაფასებდი, როგორც გარკვეულ ძალადობას აფხაზეთის საზოგადოებაზე, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებული დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან “, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა