ირაკლი კობახიძე - გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება

გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, შეძლებს თუ არა პარლამენტი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გენერალური პროკურორის დანიშვნას.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლება პროკურატურას არასდროს არ გამოიყენებს როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტს.

„გვარამიას და ადეიშვილის პროკურატურა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება. მათი პროკურატურა იყო მიკერძოებული, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რეპრესიების მთავარ ინსტრუმენტად გამოიყენებოდა. ეს არასდროს დაბრუნდება. ჩვენი ხელისუფლება პროკურატურას არასდროს გამოიყენებს როგორც რეპრესიულ ინსტრუმენტს. პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი და ეფექტიანი", - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს