ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის ადვოკატი - კობა კოშაძეს იარაღი „ჩაუდეს“ და ეს მან საკუთარი თვალით ნახა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავად ნახა, თუ როგორ ჩაუდეს სამართალდამცავებმა იარაღი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

„წერილობით მტკიცებულებებს გამოვიკვლევთ, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ, ბიოლოგიურ ექსპერტიზებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ აღნიშნულ იარაღთან კობა კოშაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

თავად კობა კოშაძე აცხადებს, რომ იარაღის „ჩადება“ მოხდა და ეს ლოგიკურია. მას პოლიცია თითქოს, მისდევდა და აფრთხილებდა გააჩერეო, მან არ გააჩერა და ამის მიუხედავად, თურმე, იარაღი თვალნათლივ ედო სავარძლებს შორის, ხელის მუხრუჭთან და არც კი უცდია დაემალა სავარძლის ქვეშ, ან სხვაგან. გასაგებია, რომ მას იარაღი „ჩაუდეს“ და ეს მან საკუთარი თვალით ნახა", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაცვის წევრს, კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ტარებას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა