ირაკლი კობახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებაზე - პოლიტიკაში შესვლა ვერავისთვის გახდება იმუნიტეტი

პოლიტიკაში შესვლა ვერავისთვის გახდება იმუნიტეტი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ მათ საქმეზე სასამართლო პროცესის ფორსირებულად წარმართვის მიზეზი პოლიტიკური დევნაა. კობახიძის თქმით, როდესაც მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ხაზარაძე და ჯაფარიძე პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ.

"როდესაც ეს საქმე აღიძრა, მაშინ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული არც ერთი მათგანი. დღეს ჩართული არიან პოლიტიკაში, თუმცა პოლიტიკური საქმიანობა, მითუმეტეს, პოსტფაქტუმ, არ შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც იმუნიტეტის შეძენის საშუალება. ამის ნიშნებს ვხედავთ. სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური კონტექტისგან დამოუკიდებლად უნდა იყოს განხილული. პოლიტიკაში შესვლა ვერავისთვის გახდება იმუნიტეტი", - განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს