ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ვთვლით, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ არდადეგები გახანგრძლივდეს ან სწავლის პროცესი შეწყდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე რეკომენდაციით, გრიპის ვირუსის მატარებელი ბავშვები იზოლირებულები უნდა იყვნენ და ისინი მშობლებმა სასწავლო დაწესებულებაში არ უნდა გააგზავნონ.

ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის მეორე კვირაში, პირველ კვირასთან შედარებით, გაზრდილია, როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები.

„იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96 900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა