შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრიის რესპუბლიკის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ მოწყობას, სამუშაო პრაქტიკასა და პროცედურებს, საგამოძიებო ქვემდებარეობას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და პრაქტიკას, ანგარიშვალდებულებასა და მის სპეციფიკას, დანაყოფებს შორის კოორდინაციას ადგილობრივ და ოპერატიულ დონეზე, დანაშაულის ადგილის მართვას, დანაშაულის ანალიზს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებს და ა.შ.

ავსტრიელი ექსპერტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმუშავებენ და გამოძიების პროცესს დააკვირდებიან, ასევე, გავლენ შემთხვევის ადგილას და შეისწავლიან საგამოძიებო მოქმედების პროცედურებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა" (EU4 Justice) - ფარგლებში განხორციელდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა